საზოგადოება
8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 850 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 314 (61.20%) ქალბატონია, ხოლო 6536 (38.80%) მამაკაცი. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ 8 მარტს დაბადებულთა შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი მიმდინარე წელს  108 წლის ხდება. 8 მარტს ყველაზე მეტი ბავში 1960 წელს დაიბადა.   რაც შეეხება რეგიონებს,  8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა  თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში ცხოვრობენ.
Print