საზოგადოება
ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დასრულდა.

მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, „ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში - მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი.  ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა - ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე - 21 სიხშირე.  რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

Print