საზოგადოება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრო მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 და 23 აპრილს, 10:00 საათდან 20:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. მათივე ცნობით, კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით.
Print