Error
საზოგადოება
როლანდ ახალაია: "დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა"
სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. გუნავა აცხადებს, რომ ინციდენტი 11 თებერვალს, ღამით, ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. "წუხელ ღამით, ზუგდიდში, ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრეს პოლიციის თანამშრომელი დათო ქვარაია. მას ჭრილობა მიყენებული აქვს მუცლის არეში. როგორც გვითხრეს, მდგომარება მძიმე იყო, თუმცა ახლა ნორმალური სიტუაციაა. დანაშაულის ჩამდენი დაკავებული არა არის", - აცხადებს გუნავა "ფეისბუქში," "ნაციონალური მოძრაობის" გვერდზე განთავსებულ აუდიოჩანაწერში. მისივე განმარტებით, მსგავსი ფაქტი შემაშფოთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ წმინდა ლუკას სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს მთავარ ექიმს, როლანდ ახალაის დაუკავშირდა, რომელმაც დავით ქვარაიას საავადმყოფოში მიყვანის ფაქტი დაადასტურა.
Print