Error
საზოგადოება
ურალში მეტეორიტული წვიმა წამოვიდა (video)
დღეს დილით ურალის ტერიტორიაზე მეტეორიული წვიმა წამოვიდა. ციური სხეულების ნასმხვრევების ნაკვალევი მეზობელ რეგიონებშიც შეიმჩნეოდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ მოვლენას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზოგიერთ სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა. უწყების მონაცემებით კოსმოსური მონიტორინგის მოწყობილობებმა ატმოსფეროს დაბალ ფენებში აფთქებები დააფიქსირეს. ქალაქ ჩელიაბინსკის ადმინისტრაციამ მოსახლეობას ბავშვების სასწავლო დაწესებულებებიდან გამოიყვანა, სახლებში დაბრუნება და სიმშვიდის შეინარჩუნება ურჩია. ჩელიაბინსკის ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქში რადიაციული ფონი ნორმაშია. წინასწარი მონაცემებით, ურალის ტერიტორიაზე გარკვეული შეფერხებები ჰქონდა მობილურ კავშირს , თუმცა ელექტროენერგია რეგიონში არ გამორთულა. მეტეორიტულ წვიმას ავიაფრენებზე ზეგავლენა არ მოუხდენია. ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA 15 თებერვალს დედმიწისგან 27,2 ათას კილომეტრში მოძრავ, ნახევარი საფეხბურთო სტადიონის სიდიდის, ასტეროიდზე დაკვირვებას გეგმავს.
Print