Error
საზოგადოება
ბაჩო ახალაიას საქმეზე მორიგი სხდომა 28 თებერვალს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე მორიგი სხდომა 28 თებერვალს გაიმართება. დღეს სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა. დამსწრე საზოგადოების დიდი რაოდენობის გამო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში გაიმართა.სხდომას მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვებოდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მედია-საშუალებებს პროცესის დასაწყისის ვიდეო-გადაღების უფლება დართო. სხდომას თავად ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. ახალაიას დარბაზში შემოსვლას დამსწრე საზოგადოება ტაშით შეეგება. ახალაიას გარდა, აღნიშნულ საქმეზე ბრადებულია გიორგი კალანდაძე, ალექსანდრე გორგაძე, ზურაბ შამათავა, გაგა მკურნალიძე, მერაბ კიკაბიძე, ასევე მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი, რომლებიც ძებნაში იმყოფებიან და შესაბამისად, პროცესს არ ესწრებოდნენ. ყოფილი მინისტრის ადვოკატმა პროცესის დაწყების შემდეგ სასამართლოს წინაშე წინასასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო ჩაწერისა და ტელევიზიის ტრასლაციის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლემ აუდიო-ჩაწერის ნაწილში დააკმაყოფილა და შესაბამისად, სხდომის აუდიო-ჩაწერა განხორციელდა.ამის შემდეგ ბრალდებულებისთვის ბრალის განმარტება მოხდა. ბრალდებულთაგან არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუხსა წარმოადგინა, რომელიც 200-მდე მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილისა და ნივთიერების დათვალიერების ოქმებს, "ჯეოსელიდან" და "მაგთიდან" ამოღებულ დეტალურ ნუსხებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნებს და ა.შ. შეიცავდა. მორიგი სხდომა 28 თებერვალს, 10:30 საათზე ჩაინიშნა.
Print