საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლოა რუსთაველის სახელობის გახდეს

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერიას და საკრებულოს მიმართა, რათა მათ დაიწყონ მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სასურველია, ის ალექსეევკას ნაცვლად თბილისის რუსთაველის სახელობის აეროპორტი გახდეს.

ღარიბაშვილის თქმით, მერიამ ამ საკითხთნ დაკავშირებით უნდა მოისმინოს თბილისელების აზრიც, რის შემდეგაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

Print