Error
საზოგადოება
დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის
ასტეროიდი 2013 ЕС დღეს დედამიწას დაახლოებით 396 ათასი კმ -ის მანძილზე ჩაუვლის, რაც მთვარემდე მანძილის ტოლია. ამის შესახებ NBC ავრცელებს ინფორმაციას. მეცნიერთა ვარაუდით, ასტეროიდი დედამიწას 11:30 წუთზე ჩაუვლის. ასტეროიდის ზომა 10-17 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილი ასტეროდის ზომისაა. ამასთან, მკვლევართა თქმით, ბოლოს დროს ასტეროიდების გამოჩენის სიხშირე, მათი რაოდენობის ზარდაზე არ მიუთითებს. "უბრალოდ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ტექნოლოგიები მნიშნვნელოვნად გაუმჯობესდა", - აცხადებს ერთ -ერთი მკვლევარი.
Print