საზოგადოება
2015 წელს შიდსის 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში 2015 წლის 1-ელი ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 4998 შემთხვევა, რომელთა შორის 3685 - მამაკაცია, ხოლო 1313 - ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. მათგან შიდსი განუვითარდა 2960 პაციენტს, 1023 კი გარდაიცვალა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობით, 2015 წელს გამოვლინდა შიდცის 303 ახალი შემთხვევა.

აივ მკურნალობაზეა 2705 (მათ შორის აფხაზეთში - 328) პაციენტი.

Print