Error
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართება
ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა უზენაეს სასამართლოში 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული. შეხვედრა დახურული იქნება. კომენტარები მედიისთვის შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.
ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად საქართველოს უზენაეს სასამართლოში მზად არიან. პრემიერ-მინისტრმა გუშინ, ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეხვედრას აპირებს.
"სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და ამას უნდა პატივისცემა და გაგება. ბევრი კითხვაა საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, მაგრამ მე ამას ვაპირებ ფაქიზად მოვეკიდო. მე ვაპირებ ხვალ მივიდე კუბლაშვილთან თავის ოფისში და შევხვდე. ეს ბუნებრივი პროცესია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
Print