Error
საზოგადოება
8 მარტს დაბადებულთა შორის ქალბატონები სჭარბობენ
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა. სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 17 158 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 507 (61%) ქალბატონია, ხოლო 6 651 (39%) მამაკაცი. 2012 წლის 8 მარტს 150 ბავშვი დაიბადა, მათგან 95 გოგონა და 55 ვაჟი. 8 მარტს ყველაზე მეტი ბავში 1960 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 283 ბავშვია დარეგისტრირებული. რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა იმერეთში (2191), ქვემო ქართლსა (2050) და კახეთში (1507) ცხოვრობს.
Print