საზოგადოება
Facebook-ი აფრიკაში პირველ ოფისს გახსნის

უცხოური მედია წერს,  რომ Facebook-ის ოფისი აფრიკაში, კერძოდ იოჰანესბურგში ივლისის ბოლომდე გაიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის აფრიკის ქვეყნებიდან Facebook-ს უკვე 120 მლნ-მდე მომხმარებელი ჰყავს. ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წლის შემოდგომისათვის მათი რაოდენობა 20 მლნ მომხმარებელს შეადგენდა. Facebook-ის ოფისში სულ 25 ადამიანი იმუშავებს და მათი მთავარი მიზანი ბაზრის გაფართოება იქნება. აქცენტი ძირითადად კენიასა და ნიგერიაზე გაკეთდება და ამისათვის დიდი დატვირთვა მობილურ რეკლამას მიენიჭება, რადგანაც აფრიკის მოსახლეობის 80 % სოციალურ ქსელში მობილური ტელეფონებიდან შედის.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლისთვის Facebook-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 227 მლრდ დოლარი იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობამ კი 1,5 მლრდ ადამიანს მიაღწია. Facebook-ის საშუალებით მსოფლიოში სულ  4,5 მლნ სამუშაო ადგილია შექმნილი.

Facebook-ის კაპიტალიზაცია კი 275 მლრდ დოლარს აღწევს.

FACEBOOK-ი ხმოვან შეტყობინებებს ტექსტურში გადაიყვანს

FACEBOOK-ი ჩვენთვის საინტერესო ადგილებზე მოგვიყვება

FACEBOOK-ი მომხმარებელს ანდერძის დატოვების სერვისს სთავაზობს

FACEBOOK-ი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებისთვის აპლიკაციებს შექმნის

FACEBOOK-ი მსოფლიოში ყველაზე დიდ OPEN SPACE-ში გადავიდა

FACEBOOK-ი და TWITTER-ი ოჯახებს ანგრევ

Print