საზოგადოება
საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი დაიწყო
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი, პოლონეთი) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ატარებს მიკრო-მეწარმეების კონკურსს - „მიკრო-მეწარმე 2015“. კონკურსის ფარგლებში მიკრო-მეწარმე გულისხმობს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შეუძლია მიკრო-მეწარმეებს, რომლებიც არიან ან წარსულში ყოფილან საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებელები. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მიკრო-მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს ისეთი წარმატებული მიკრო-მეწარმეები, რომლებიც უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესსა და წარმოებას. გამარჯვებულები ხუთ სხვადსხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრო-მეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრო-მეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრო-მეწარმე. „მიკრო-მეწარმეების კონკურსში“ მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ პროექტის ოფიციალურ გვერდზე award.microfinance.ge-ზე განთავსებული განაცხადის ფორმის მეშვეობით. „მიკრო-მეწარმეების კონკურსი 2015“ - წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) მიერ.

unnamed

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

Print