საზოგადოება
"გადაწყვეტილება არის არათანაზომიერი და გადამეტებული" - ეუთოს წარმომადგენელი რუსთავი 2-ზე

"საქართველოში ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადამეტებულმა სასამართლო ზომებმა შესაძლოა მედიის პლურალიზმს საფრთხე შეუქმნას" - ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დაწყებულ დავას ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში.

დუნია მიატოვიჩის შეფასებით, სასამართლო ყადაღამ შესაძლოა რუსთავი 2-ის თავისუფალ მუშაობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

"გადაწყვეტილება არის არათანაზომიერი და გადამეტებული და შესაძლოა წარმოქმნას საფრთხე მედია პლურალიზმისთვის საქართველოში", - წერია მიატოვიჩის ოფიციალურ განცხადებაში.

ეუთოს წარმომადგენელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში მედია პლურალიზმი უზრუნველყოს.

Print