საზოგადოება
ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება

27 აგვისტოდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განაცხადა,  რომ დღეს ყველაზე ცუდი ამინდი ფიქსირდება. თბილისში ტემპერატურა + 19 გრადუსია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთის საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

„ხვალიდან, 27 აგვისტოდან, უკვე ინტესივობა შესუსტდება დასავლეთში და აღმოსავლეთშიც. 27-28 აგვისტოს თბილისში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსით მოიმატებს და +25 -მდე  დათბება, ხოლო 29 აგვისტოს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. თითქმის იგივე ტემპერატურაა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი“, - აცხადებს  წვერავა.

ნინო წვერავას განმარტებით, 29 აგვისტოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და + 32,+34 გრადუსამდე აიწევს.

Print