ზვიად სიჭინავა აფხაზეთზე - მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო (ვიდეო)
14:55 / 17.09.2015
სოციალურ ქსელებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას სოხუმში ყოფნის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. იგი სუფრასთან აფხაზეთის სადღეგრძელოს წარმოთქვამს, რომელშიც აფხაზეთს - ქვეყანად, ხოლო სოხუმს ამ ქვეყნის დედაქალაქად მოიხსენიებს.
"მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები", - ამბობს სიჭინავა.
მასალის გამოყენების პირობები