საზოგადოება
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში ღვთის მსახურება მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში სადღესასწაულო ლოცვას და საღვთო ლიტურგიას აღავლენს. მცხეთაში  მთელი დღის განმავლობაში  კულტურული და  სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ელოდებიან  პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს. ღონისძიებები დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
Print