საზოგადოება
გუბერნატორ ლევან შონიას საშობაო მილოცვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუბერნატორ ლევან შონიას მილოცვას ავრცელებს.

მილოცვის ტექსტს „ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

შობა უდიდესი დღესაწაულია - მაცხოვრის შობა კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერის დასაბამი გახდა, ესაა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ამიტომაც მინდა, განსაკუთრებულად მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს.

კაცთმოყვარეობა, სიყვარული, ურთიერთპატივიცემა, სიკეთე - ეს ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც საუკუნეების წინ გვიქადაგა ქრისტემ და თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველდღიურად ვიაროთ ამ გზით.

მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით ბედნიერად და წარმატებულად ერთიან საქართველოში.

პატივისცემით,
ლევან შონია
სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში“.

Print