საზოგადოება
ენგურის ხიდთან საქართველოს დროშა აღმართეს (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში საქართველოს დროშის დღე აღნიშნეს. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ენგურის ხიდთან მდებარე პოლიციის საგუშგოსთან დროშა აღმართეს.

ახალგაზრდებმა სახელმწიფო ჰიმნიც შეასრულეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუდენტები თბილისისკენ გაემართნენ, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვევიან და გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.
Print