ზუგდიდის სკოლის დირექტორებს სან დიეგოს უნივერსიტეტი გააცნეს
15:21 / 31.01.2016
ასოციაცია „ათინათში“ საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილს სან დიეგოს
უნივერსიტეტის
პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თავის მხრივ, პედაგოგები
აღნიშნული უნივერსიტეტის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს მოსწავლეებს
გააცნობენ.
სან დიეგოს უნივერსიტეტი ქართველ აბიტურიენტებს საბაკალავრო
პროგრამებს სთავაზობს. საბოლოოდ, სტუდენტები ამერიკულ დიპლომს
მიიღებენ.
როგორც შეხვედრაზე უნივერსიტეტის კოორდინატორმა თამარ თოდუამ აღნიშნა,
უნივერსიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით მუშაობს.
კერძოდ, ელექტრონული ინჟინერია, ქიმია (ბიოქიმიის განხრით) და
კომპიუტერული პროგრამები. მისი თქმით, ეს პროგრამები სტუდენტებისთვის
შეთავაზებულია სამი ადგილობრივი უნივერსიტეტის - ილიას უნივერსიტეტის,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის - მეშვეობით.
ცნობისთვის, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“
აშშ-სა და საქართველოს შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის
გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში
გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები