საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრს ალექსი პეტრიაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. იგი შსს- ს მეტი აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. "ბუკას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა ეხლა, ჯერ არ დამთავრებულა! ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო! ხოდა ეს სხეულის განზრახ დაზიანეებაა თუ მკვლელობის მცდელობა???!!! შსს ცოტა გამოცოცხლდით!“ , - წერს მიშველაძე. ცნობისთვის , 26 თებერვალს "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე დაჭრეს. მას 3 ჭრილობა აქვს მიყენებული.

ამავე თემაზე:

შსს-მ ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ალექსი პეტრიაშვილს ესროლეს

Print