ზუგდიდში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში გაიმართა (ვიდეო)
22:01 / 23.04.2016
პროგრამისტთა ტურნირი - ილია ვეკუას თასის საერთაშორისო ოლიმპიადის
ქართული ნაწილი
- დღეს ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.
ტურნირი ყოველწლიურად პარალელურად რამდენიმე ქალაქში იმართება. წელს,
ოლიმპიადის მონაწილეთა შორის საუკეთესო ქართველი სტუდენტი
პროგრამისტების გარდა, ზერბაიჯანელი და უკრაინელი სტუდენტები
არიან.
"ღონისძიების შეფასებისას უნდა აღინიშნოს მასშტაბურობა, რომელმაც
რეკორდი მოხსნა", - გვითხრა ოლიმპიადის დირექტორმა თემურ ზარქუამ.
საქართველოს მასშტაბით ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის
აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს
საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული
უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის
სტუდენტებმა.
საერთაშორისო ოლიმპიადები პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
პროგრამისტთა ასოციაციის ორგანიზებით 2007 წლიდან ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები