Error
საზოგადოება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით 18 მაისს მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება. მუზეუმის საერთაშორისო დღეს რამდენიმე ღონისძიება გაიმართება: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს „პორტრეტის მრავალფეროვნება" უმასპინძლებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, დღის განმავლობაში კულტურულ-შემცენებით გასართობი ღონისძიებები უფლისციხის, ვარძიის, ნოაქალაქევის, ქუთაისის, გრემის, გურიის მუზეუმ-ნაკრძალებში, ასევე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში გაიმართება. სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე ამ დღეს უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. დღეიდან მუზუემ-ნაკრძალში ახლადგარემონტებული და რეექსპონირებული სამუზუემო სივრცე ამოქმედდება.
Print