საზოგადოება
23 მაისი ქართული რადიოს დღეა
1925 წლის 23 მაისიდან საქართველოში  ხმოვანი ერა დაიწყო. გავიდა პირველი საცდელი გადაცემა და გაჟღერდა რადიო წამყვანის-დიქტორის ხმა. საცდელი პერიოდის მერე, რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა. თავდაპირველად ეთერში მხოლოდ საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა.

რადიოასოციაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში 23 მაისს, რადიოს დღე აღინიშნება.

Print