საზოგადოება
"ქართული ოცნება" 22,4 %, "ნაციონალური მოძრაობა" - 21,7 % - GFK კვლევა
გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა.

ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 7.8%-მა პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" დაასახელა. 6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემს.

დანარჩენი პარტიების მონაცემები ასე გამოიყურება: "ლეიბორისტული პარტია" - 2.8%, "პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი" - 2.2%, "ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" 1.6 %, "რესპუბლიკური პარტია" - 0.6 %, "ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე" - 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" - 0.3 %, "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" - 0.2 %, "თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა" - 0.2 %, "ეროვნული ფორუმის" მხარდაჭერა 0.1%, "ვეტერანების პარტია" 0.1%, ჯონდი ბაღათურიას "ქართულ დასსა" და ლადო ბედუკაძის "ცენტრისტებს" - 0.1%.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა 3.9%. პასუხის გაცემა 10.0%-მა არ ისურვა, ხოლო კატეგორია "მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია"- აირჩია 19.4 %-მა.

ორგანიზაციამ GFK კვლევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებს დამკვეთი ტელევიზია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.



Print