საზოგადოება
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა
დღეს გამთენიისას, 5:25 წუთზე საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრი თბილისიდან 60 კილომეტრში, ქალაქ წალკაში, სოფელ ფარავანთან ახლოს იყო. მიწისძვრა რამდენიმე წუთის ინტერვალით ორჯერ განმეორდა.

პირველ ჯერზე ბიძგებმა 3,7 მაგნიტუდა, მეორე შემთხვევაში კი - 2,9 მაგნიტუდა შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და ზარალი არ მოჰყოლია.

Print