საზოგადოება
მსოფლიოში დედამიწის საათი აღნიშნეს
დედამიწის საათთან დაკავშირებულ აქციას, რომელიც გარემოს დაცვას ემსახურება, 172 ქვეყნის 7 ათასამდე ქალაქი შეუერთდა. აქციის ფარგლებში ერთი საათით ჩაბნელდა ეიფელის კოშკი, ათენის აკროპოლისი, ლონდონის ბიგბენი, დუბაის ცათამბჯენი - ბურჯ ხალიფა, ნიუ-იორკის ცნობილი ხიდი და სხვა ცნობილი შენობა-ნაგებობები.

მსოფლიოში უდიდეს აქციას საქართველოც შეუერთდა და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერა გამოხატა.

Print