Error
საზოგადოება
ვლადიმირ პუტინი ცოლს ეყრება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ლუდმილა პუტინამ განაცხადეს რომ მათი ქორწინება დასრულდა. ხუთშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ბალეტ "ესმერალდას" წარმოდგენას დაესწრო. ბალეტის შემდეგ მათ ინტერვიუ მისცეს ტელეარხ "როსია 24"-ის კორესპონდენტს. ჟურნალისტის კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს გაყრას ლუდმილა პუტინამ უპასუხა: "დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცივილიზებული გაყრაა". ლუდმილა პუტინა სპეციალობით ფილოლოგი-რომანისტი, ფლობს გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებს და არის რუსული ენის განვითარების ცენტრის ინიციატორი.
Print