საზოგადოება
შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა
შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა, 7 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. რუსული მედიის ცნობით, ბორტის წევრებს შორის 9 უკრაინის მოქალაქეა, ორი - რუსეთის, ერთი კი - საქართველოს.

გავრცელებილი ცნობით, სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და და ხორბალი გადაჰქონდა.
მასშტაბური სამაშველო ოპერაცია შავ ზღვაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

Print