Error
საზოგადოება
სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებს საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებიც გაეცნობიან
სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებს თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს უჩვენებენ. ინტერფრაქციული ჯგუფი უწყებაში 15:00 საათისთვის არის მიწვეული. სამინისტროს ცნობით, ვიდეომასალის ჩვენება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა წერილობითი თხოვნით შს სამინისტროს 24 ივნისს მიმართა.
Print