Error
საზოგადოება
ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს 300-მდე ჟურნალისტი გააშუქებს
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების გასაშუქებლად აკრედიტაცია 300-მდე ჟურნალისტმა გაიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ხელმძღვანელმა, ელენე გოცაძემ განაცხადა. "დღეს გვეწვევა ჩრდილოატლანტიკური საბჭო და გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები. დაინტერესება დიდია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან ამ ღონისძიებების მიმართ. აკრედიტაცია ამ დროისთვის 300-მდე ჟურნალისტმა გაიარა, რომელთა შორის არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის წარმოამადგენლები", -განაცხადა ელენე გოცაძემ. მისივე თქმით, მედიაცენტრში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ღონისძიებები მაღალ დონეზე გაშუქდეს.
Print