Error
საზოგადოება
"არტ-გენი" იწყება
დღეს ფოლკლორული ფესტივალი "არტ-გენი" იწყება. "არტ-გენი" წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 10 წლის განმავლობაში მის ბაზაზე ასზე მეტი კონცერტი და ღონისძიება ჩატარდა. დღეს ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს წარმოადგენს, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება.  ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის ფესტივალი ყოველ წელს აქტუალურ თემას ირჩევს. წლევანდელი ფესტივალის თემა ქართული პოლიფონია და მრავალხმიანობა იქნება."არტ-გენი 2013" ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნება. მუზეუმის ტერიტორიაზე თავს მოიყრის ხალხური რეწვის, ფოლკლორის, ქორეოოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან. ფესტივალი 21 ივლისს აჭარაში, ჯგუფ "33ა"-ს კონცერტით დასრულდება.
Print