Error
საზოგადოება
ღარიბაშვილი აგვისტოს ომში დაღუპულ შსს თანამშრომლების ოჯახებს მოინახულებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდება. როგორც სამინისტროს პრესსამსამსახურში აცხადებენ, ღარიბაშვილი მათ პირადად გაესაუბრება და დაღუპულ პოლიციელთა შვილებს საჩუქრებს გადასცემს. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.
Print