Error
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო. მისი განცხადებით, ეს დღე როგორც ტკივილის, ასევე სიამაყის დღეა, რადგან ქართველმა ხალხმა 5 წლის წინ ქვეყნის დაცვა შეძლო. დავით ბაქრაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშ-ხანში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახშიც იმყოფებოდა. მან ოჯახთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ტრაგედიაა და საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
Print