Error
საზოგადოება
ჭიათურის მაღაროში მომხდარ აფეთქებას ორი მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა
აფეთქება ითხვისის მაღაროში მოხდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება მაღაროში წვიმის შედეგად დაგროვილი წყლის შევარდნამ გამოიწვია. დეტალების დასადგენად მიმდინარეობს მუშაობა. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კომპანია "ჭიათურ-მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფორსმა მაკა კვარაცხელიამ. მისი ინფორმაციით, "ჭიათურ-მანგანეზის" მაღაროში წყალი შევიდა. "მომხდარს შეიძლება დაერქვას სტიქიური უბედურება. წყლის შესვლა შესაძლოა, გამოიწვია იმან, რომ დიდი ხნის განმავლობაში წვიმები იყო და წყალი ნიადაგში დაგროვდა. ადგილზე სამართალდამცავები უკვე მუშაობენ," – განაცხადა კვარაცხელიამ.
Print