Error
საზოგადოება
დღეს ბათუმში საბაგირო გზა გაიხსნება
ბათუმის საბაგირო გზას საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  არჩილ ხაბაძე გახსნის.  ბათუმის საბაგირო გზა კომპანია „ჰესტოკ-ბათუმის“ საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე ამ მომენტისათვის 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. ის ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება. ფერიის მთიდან დაშვება მსურველთათვის უფასოა, ხოლო ნავსადგურიდან მგზავრობის ფასი 3 ლარს შეადგენს.  
Print