Error
საზოგადოება
ზუგდიდის საჯარო სკოლების რამდენიმე დირექტორმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების  რამდენიმე მოქმედმა დირექტორმა  სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა.  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმზღვანელმა ლელა ქებურიამ განუცხადა. „ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული და სანამ სამინისტრო ოფიციალურად არ გამოაქვეყნებს ამ შედეგებს არავინ არ არის უფლებამოსილი ეს ინფორმაცია იცოდეს“, - აცხადებს ლელა ქებურია. ზუგდიდის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტესტირების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში შესაძლებელია ქულების რაოდენობა  შეიცვალოს და აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით კონფიდენციალურია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. სერთიფიცირების მსურველთა ტესტირება 21 და 22 აგვისტოს ჩატარდა.
Print