Error
საზოგადოება
შვიდი თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა 9% გაიზარდა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ივლისში 5,662 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტის მოცულობა 1,476 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 9%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, სამაგიეროდ, 5%-ით არის შემცირებული იმპორტის მოცულობა და 4,186 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივლისში 2,71 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
Print