Error
საზოგადოება
Facebook პირადი მონაცემების გამოყენებისთვის გადაიხდის
Facebook -ის 614 ათასამდე მომხმარებელთაგან თითოეული, მათი პირადი მონაცემების საიტზე სარეკლამო განცხადებებში გამოყენებისთვის კომპენსაციის სახით 15 დოლარს მიიღებს. დაახლოებით 150 მილიონი ადამიანის სახელი და ფოტო Facebook-მა ე.წ. სპონსირებულ ისტორიებში- Sponsored Stories- გამოიყენა. თუმცა კომპენსაციას, მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც საიტის ელექტრონულ შეტყობინებას უპასუხა. პირადის ცხოვრების ხელშეუხებლობის დამცველი ორგანიზაციები, კომპენსაციის სახით ასევე მიიღებენ 20 მილიონამდე დოლარს. Facebook- მა განაცხადა, რომ კმაყოფილია, მომჩივანებთან, რომლებმაც კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, სასამართლოს გარეშე მიღწეული გარიგებით. აშშ-ს სასამართლომ სოციალური ქსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორშაბათს დაადასტურა. სარჩელი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2011 წელს ხუთმა მომხმარებელმა შეიტანა. "Sponsored Story" – ეს სპეციალური სარეკლამო განცხადებაა, რომელიც Facebook-ის გვერდებზე ქვეყნდება და გამოყოფს იმ პროდუქტებს, რომლებიც საიტზე მომხმარებლის მეგობრებმა „მოიწონეს“.
Print