Error
საზოგადოება
ნარკო-დანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი მამაკაცი დააკავეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკულ ნივთიერება ტრამადოლის შემცველი 72 აბი ამოიღო. ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვაჰით გ.-ს ოპიუმის, მეტადონის, ჰეროინის და ტრამადოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
Print