Error
საზოგადოება
ნანუაშვილი მინარეთის დემონტაჟის ფორმას არ ამართლებს
სახალხო დამცველი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოვლენები არასწორი ფორმით განხორციელდა. უჩა ნანუაშვილი დღეს მცხეთის რაიონში იმყოფებოდა. მისი შეფასებით, შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟი სამართლებრივად გამართლებული იყო, თუმცა არ მოხდა ადგილობრივი მუსლიმების ინტერესის გათვალისწინება. `არსებობდა სამართლებრივი არგუმენტები, იყო გარკვეული მტკიცებულებები და შეიძლება ითქვას, რომ გამოძიებას და იგივე საბაჟო სამსახურს ჰქონდა იურიდიულად აღნიშნულის უფლება. სამწუხაროდ, ასეთი ფაქიზი თემისადმი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო განსხვავებული, რისი გათვალისწინებაც ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ  რელიგიური სიწმინდის ასეთ უხეშ ხელყოფას ასეთი პროტესტი მოყვებოდა,` განაცხადა სახალხო დამცველმა.
Print