Error
საზოგადოება
პენსიონერთა ნაწილი გაზრდილ პენსიებს მიმდინარე თვიდან აიღებს
ჯანდაცვის სამინისისტროს ინფორმაციით მატება შეეხო ასაკით პენსიონერებს, პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს ასევე პენსია გაეზარდათ მარჩენალდაკარგულებს და პოლიტრეპრესირებულებს. ჯანდაცვის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ნოე ქინქლაძის განცხადებით პენსია 25 ლარით გაიზარდა და მიმდინარე თვიდან 150 ლარი გახდება. მარჩენალდაკარგულების პენსია, რომელიც აქამდე 55 ლარს შეადგენდა 100 ლარი გახდა, ხოლო პოლიტრეპრესირებულების პენსია 62 ლარიდან 107 ლარამდე გაიზარდა.
Print