Error
საზოგადოება
9 სექტემბერს თბილისში ავია-შოუ მოეწყობა
9 სექტემბერს თბილისში ავია-შოუ მოეწყობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 9 სექტემბერს ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გეგმავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით, საქართველოს სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველად დაგეგმილია ავია-შოუს მოწყობა. ღონისძიებისათვის მზადების ფარგლებში, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის თავზე ფრენებს ახორციელებენ Су-25 და L-39 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც შოუს განმავლობაში სხვადასხვა სახის საავიაციო ილეთებს შეასრულებენ. 8 სექტემბერს, 11:00-15:00 საათებში, ავია-შოუსთან დაკავშირებით დაგეგმილია გენერალური რეპეტიცია. ფრენები განხორციელდება მარნეულის სამხედრო აეროდრომიდან. "ავიაშოუ პირველად ტარდება საქართველოში და ის გაიმართება თბილისის ისანი-სამგორის რაიონის თავზე. შოუს განმავლობაში თვითმფრინავები შეასრულებენ სხვადასხვა სახის საავიაციო ილეთებს. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ 8 სექტემბერს 11:00-15:00 საათებში გაიმართება ფრენები, ხოლო 9 სექტემბერს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი საშიშროება თბილისის მოსახლეობას, როგორც უსაფრთხოების, ასევე სხვა მხრივ არ ემუქრება", -განაცხადა სახმელეთო ჯარების სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ. ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი) თბილისში 1896 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ავიაკონსტრუქტორად. ქართელი ავიაკონსტრუქტორი ნიუ-იორკში 1974 წელს გარდაიცვალა.
Print