Error
საზოგადოება
თამარ სანიკიძემ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
პერსონალური კომპიუტერები გადასცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თბილისის საჯარო სკოლების 302 მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური. თამარ სანიკიძის განცხადებით, მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მათი მოტივაციის ამაღლებასა და სწავლების მეთოდების გაძლიერებას. თამარ სანიკიძის თქმით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1468 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.
Print