Error
საზოგადოება
უშბას მწვერვალზე ორი რუსი ტურისტი დაიკარგა
საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი, ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი დაიკარგა. ამის შესახებ donnews იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, როსტოველი ტურისტები უშბას მწვერვალის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ, 6 სექტემბერს კი უკან დაბრუნებას გეგმავდნენ. როსტოვის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 5 დღის წინ ანდრეი სიდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 8 სექტემბერს სამშობლოში ბრუნდებოდა. თუმცა, უკვე მეოთხე დღეა რუსი ტურისტები უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული. როსტოვის სამძებრო-სამაშველო კომპანია "ლიზა ალერტის" ინფორმაციით, როსტოველი ტურისტების სამაშველო ოპერაციაში ქართული მხარეც არის ჩართული. მათივე განცხადებით, ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ვიკა ბუშაევასა და ანდრეი სიდოროვზე, შეუძლიათ დარეკონ შემდეგ უფასო ნომერზე: 8 800 700 54 52.
Print