Error
საზოგადოება
"სანდეი"-ს ქსელის მარკეტებში ფასდაკლებების აქცია დაიწყო
ზუგდიდში მდებარე "სანდეის" ქსელის ყველა მარკეტში ფასდაკლებების აქციაა. "სანდეი" მომხმარებელს 20-30 სექტემბრის ჩათვლით, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასდაკლებებს სთავაზობს. "მომხმარებელს ყოველთვის ახალ პროდუქციას და საუკეთესო ფასებს ვთავაზობთ. ფასდაკლებების აქცია მომავალშიც გაგრძელდება",- განუცხადა რადიო "ათინათის" შპს სანდეის დირექტორმა დავით კუხალაშვილმა. მისივე თქმით მიმდინარე წელს გახსნილ მაღაზიებს კიდევ ახალი მარკეტები დაემატება. "მომავალში ვაპირებთ ზუგდიდის ყველა უბანში გავხსნათ სანდეის ქსელის მარკეტები"- განაცხადა დავით კუხალაშვილმა. შეგახსენებთ ზუგდიდში ამჟამად სანდეის ქსელის 4 მარკეტია. ყუფუნიას #2 (საჯვაროს უბანი), თამარ მეფის #3 (საკონსერვოს უბანი), რუსთაველის #111 და აღმაშენებლის #14-ში (1 სკოლის წინ).  
Print