Error
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 28 სექტემბრიდან ძაღლების უფასო ვაქცინაცია იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. 28 სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძაღლების უფასო ვაქცინაცია იწყება. მეპატრონეებს შეუძლიათ საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით აირჩიონ ვაქცინაციის ცენტრები, რომელიც გაიხსნება შემდეგ მისამართებზე: რაიონული საავადმყოფოს ეზო; რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია; ი.ქ.კ. ადმინისტრაციული შენობა; ფაიფურის ქარხნის ეზო; სოფ. ჭითაწყარი – რესტორან ,,ანტრე"–ს მიმდებარე ტერიტორია; სოფლები:ოდიში, გამნუხური, ცაიში, ინგირი. უფასო ვაქცინაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.
Print