Error
საზოგადოება
აზერბაიჯანში მთავრობის მომხრეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს
აზერბაიჯანში თავს დაესხნენ დამოუკილებელი და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლოებს, ქალაქ საბირაბადში ოპოზიციონერთა წინასაარჩევნო შეხვედრის დროს. აზერბაიჯანში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, თურალ მუსთაფაევი, რომელიც იმ ჟურნალისტებს შორის იყო, იტყობინება, რომ ინციდენტი მოხდა ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯამალ ჰასანლის წინასაარჩევნო შეხვედრისას. მუსთაფასევის თანახმად, მთავრობის მომხრეებმა ზოგიერთი რეპორტიორი სცემეს, ზოგს დაუმტრიეს აპარატურა. ცნობით, იქ მყოფ პოლიციელებს თავდამხმელთათვის ხელის შეშლა არ უცდიათ. შეხვედრაში მონაწილეობდა 500-მდე ადამიანი. არჩევნები აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს იმართება. radiotavisupleba.ge
Print