Error
საზოგადოება
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონა ქუთაისში გადაჰყვათ
ზუგდიდში,  პირველ საჯარო სკოლასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  12 წლის მოზარდმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.  გოგონა  თავის ქალის მოტეხილობით ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ გადაიყვანეს. როგორც მოზარდის ახლობლებმა რადიო "ათინათს" განუცხადეს, მისი  მდგომარეობა ამ დროისთვის  მძიმეა და ის რეანომობილით ქუთაისში გადაჰყავთ .
Print