Error
საზოგადოება
ტომას დე ვაალის განცხადებით არჩევნების შემდეგ სააკშვილის შესაძლო გასამართლებას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვება
კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტი ტომას დე ვაალი  ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით უცხოეთში გაურკვევლობა  გრძელდება, თუმცა მთლიანობაში-საქართველოს დასავლელი პარტნიორები ძალიან ბედნიერი არიან საქართველოს გარდამავალი ეტაპით და მიღწეული პროგრესით. ეს განსაკუთრებით საქართველოს მოლაპარაკებებს შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებში. მისივე განმარტებით არჩევნების შემდეგ მთავარი იქნება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მოხდება თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის გასამართლება, რასაც შესაძლოა დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვეს. ,,ამერიკის ხმის" კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა კოჰაბიტაციის პროცესს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დე ვაალი აცხადებს, რომ ეს რთული ეტაპია ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც პრემიერი ერთ პარტიას მიეკუთვნება, პრეზიდენტი კი მეორეს. ასეა მაგალითად საფრანგეთში. საქართველოში კი ეს ბევრად მტკივნეული იყო, რადგან ორი ლიდერი პოლარიზებული გარემოს ფონზე ერთმანეთს დაუპირისპირდა გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში. მისივე განმარტებით, კოჰაბიტაცია დასრულდება არჩევნების შემდეგ "ამ დროს, დიდი უმცირესობა, მაგრამ ერთი უმრავლესობა იქნება პარლამენტში."
Print